ოლაფ შოლცის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა

საერთო მკაფიო მიმართვა პუტინს: „გაჩერდით, ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, თურქეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ გააგრძელებს ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მისაღწევად. მან მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა უწოდა გასულ კვირას ანტალიაში, ლავროვსა და კულებას შორის გამართულ შეხვედრას.