ოჯახური კერა უკრაინელი დევნილებისთვის

უკრაინა უკვე სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. სამშობლოდან წამოსულები ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გადადიან, მათ შორის პოლონეთში, სადაც ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადი შევიდა. პოლონეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში დაბინავდა ქართულ-უკრაინული ოჯახიც, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი შეხვდა. ომს გამოქცეული ორსული ქალი, ბავშვები, მათი ემოციები და იმედი, რომ ისევ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში – გაბრიელ ნაბოლეონე ელბაქიძე და ლუკა ჩხაიძე პოლონეთის ქალაქ ოიცოვიდან.