ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება 

18:13, 31.01.2026

ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ საერთო კრებას გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის გეგმები წარუდგინა. გამგეობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ა პალატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ელქტრონული სანოტარო სერვისების განვითარებასა და სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზე. საერთო კრებაზე დამტკიცდა პალატის ახალი წესდება და 2026 წლის ბიუჯეტი. გაიმართა ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიაც.

მსგავსი