ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გათამაშება – ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის სახელობის ტურნირი სამ კატეგორიაში ტარდება. შეჯიბრება წარმომადგენლობითია – მთავარი პრიზისთვის 13 ქვეყნის 250 მოჭადრაკე იბრძოლებს. ორგანიზატორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ჭადრაკის ფედერაცია არიან.

სამივე კატეგორიის გამარჯვებულები ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარია.