ნონა გაფრინდაშვილი 80 წლისაა

ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი 80 წლის გახდა. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და არაერთი ჯილდოს მფლობელი, დაუვიწყარი კარიერით გამორჩეულ ადგილს იკავებს მსოფლიო საჭადრაკო ისტორიაში.

ფეისბუქგვერდზე ნონა გაფრინდაშვილს იუბილეს ულოცავს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი.