დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველმა სპორტსმენმა მხატვრულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ისტორიული ოქროს მედლის მფლობელი ნიტა ჯამაგიძე გახდა. ევროპის 42-ე ჩემპიონატს ბულგარეთის ქალაქმა ვარნამ უმასპინძლა. ქართული დელეგაცია სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონს გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ.