ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატის განცხადება

უკვე მესამე დღეა, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაში სოლიდარობის ნიშნად შიმშლობს. ის სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა დაკავებულია. ჯავახიშვილის ადვოკატის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პატიმარი დასჯის მიზნით, სამარტოო საკანში გადაეყვანა. უფლებადამცველი ამბობს, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანია, ჯავახიშვილს აზრი შეაცვლევინო და შიმშილობა შეწყვიტოს.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი სხვა პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.