ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას ჰამბურგის თიხნარზე. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ წრეში მასპინძელ, მე-5 ნომრად განთესილ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდნელად, 3 სეტში 7-5 1-6 6-4 დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მომდევნო ეტაპზე ურუგვაელ პაბლო კუევას შეხვდება.