ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ნიკოლას იარის ხვდება

ამ წუთებში ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩილელ ნიკოლას იარის ხვდება. მანმადე კი ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტას დაუპირისპირდა – ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა და მსოფლიოს მე 13-ე ჩოგანი, ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი მეტოქე დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში გასვლით 86 145 ევრო და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ე. წ. ლაივ-კლასიფიკაციაში კი 59-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ჰამბურგში ტურნირის საპრიზო ფონდი 1 753 255 ევროა.