ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალშია – ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტას დაუპირისპირდა – ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა და მსოფლიოს მე 13-ე ჩოგანი, ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი მეტოქე დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში გასვლით 86 145 ევრო და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ე.წ. ლაივ-კლასიფიკაციაში კი 59-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ნახევარფინალში ბასილაშვილი დღეს ჩილელ ნიკოლას იარის დაუპირისპირდება. ჰამბურგში ტურნირის საპრიზო ფონდი მილიონ 753 ათას 255 ევროა.