ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ნიუ იორკის სამხრეთ რაიონში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას აშშ-ის გენერალური პროკურორი ავრცელებს. პამელა ბონდის განმარტებით, გამოძიება ვენესუელის პრეზიდენტს ნარკო-ტერორისტულ შეთქმულებას, შტატებში კოკაინის შეტანას, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვასა და ფლობას ედავება, რომელთა გამოყენება აშშ-ს წინააღმდეგ იგეგმებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო არა ვენესუელის პრეზიდენტი, არამედ ნარკოტერორისტული ორგანიზაციის, „კარტელ დე ლოს სოლესის“ ხელმძღვანელია. ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი კი ამბობს, რომ ვენესუელაში აშშ-ის შემდგომი მოქმედებები მოსალოდნელი აღარ არის, რადგან ნიკოლას მადურო აშშ-ის პატიმრობაშია. ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები და ქვეყნის მთავარი პორტი დაბომბეს. მადუროს შეპყრობისა და ვენესულიდან გაყვანის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა.