ნიკოლას მადურო დაკავებულია - აშშ-ის ოპერაცია ვენესუელაზე

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ. მისივე განმარტებით, აღნიშნული ოპერაცია შტატებმა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მოაწყო. დილიდან ვენესუელის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. კარაკასის თავზე თვითმფრინავები და ვერტმფრენები გამოჩნდა.

რა ხდება ვენესუელაში – ამის შესახებ ვრცლად გივი ბარამიძე ისაუბრებს.