ნიკოლას მადურო დაკავებულია

18:06, 03.01.2026

ვენესუელის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობა ამტკიცებს, რომ აშშ-ის მიზანი ვენესუელის ნავთობისა და მინერალების მითვისებაა. ვენესუელაში აცხადებენ იმასაც, რომ აშშ-ის აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას. პარალელურად, მთავრობა მადუროსა და მისი მეუღლის „სიცოცხლის დამადასტურებელ დაუყოვნებელ მტკიცებულებას“ მოითხოვს.

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი თავდასხმას კრიმინალურსა და ტერორისტულს უწოდებს. თავდაცვის მინისტრი კი პირობას დებს, რომ ქვეყანა უცხოური ჯარების ყოფნას წინააღმდეგობას გაუწევს და საკუთარი ერის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

მსგავსი