ნიკოლ ფაშინიანის სიტყვით გამოსვლა გაერო-ში
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თითქმის 35-წლიანი კონფლიქტის შემდეგ, რეგიონში უკვე შესაძლებელია მშვიდობისა და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში არჩევნები განსაკუთრებულ ვითარებაში ჩატარდა, რადგან არსებობდა გარე და შიდა ძალების მხრიდან სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობის გეგმა. ფაშინიანმა ასევე ისაუბრა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ არჩეული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა მრავალპოლარულობის ლოგიკიდან გამომდინარეობს.