ნიკოლ ფაშინიანის განცხადება

აზერბაიჯანთან უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულების დადების ჩვენი პოლიტიკური ნება ურყევი რჩება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, პარლამენტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ამ შეთანხმებას სომხეთი მარტო ვერ მოაწერს ხელს და ამას აზერბაიჯანის ხელმოწერაც სჭირდება.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა რამდენიმე ძირითადი პუნქტის შეთანხმება, მათ შირის სამშვიდობო ხელშეკრულებით სადავო საკითხების გადაწყვეტის მექანიზმისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნა.