ნიკოლ ფაშინიანი აქციას მშობლიურ ქალაქ იჯევანში მართავს

ნიკოლ ფაშინიანი, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, ამ წუთებში აქციას მშობლიურ ქალაქ იჯევანში მართავს. მანამდე ოპოზიციის ლიდერი და მისი თანამოაზრეები ერევანში შეიკრიბნენ. კოლონა იჯევანისკენ დილით დაიძრა. გზაში, ყველა ქალაქსა და სოფელში ფაშინიანს მხარდამჭერები ხვდებოდნენ.

იჯევანიდან კოლონა ქალაქ ვანაძორისკენ გადაინაცვლებს, სადაც მიტინგი დღის მეორე ნახევარში გაიმართება.