ნიკა შანავა საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი, ნიკა შანავა დღეს საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. ნიკა შანავა ძმასთან ერთად, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად, უკრაინაში მოხალისედ 15 მარტს წავიდა. ის 9 აპრილს, ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკებისას დაიღუპა.