ნიკა ქადაგიძის შერეული მეურნეობა და ოცნება დიდ ფერმერობაზე

▶ წარმატებისთვის გადახდილი დიდი საფასურის ამბავი. გაიცანით გადაცემა „ფერმის“ აგროგმირის, გურამ მანგოშვილის შეგირდი ბოდბისხევიდან. ცხრა წლის ასაკში, ნაჩუქარი ძროხით, დაწყებული საქმე, სწავლა, შრომა და ბაზარში წასასვლელად გატეხილი ძილი. ნახეთ ნიკა ქადაგიძის ერთი დღე ფერმაში, ოცნება დიდ ფერმერობაზე!

▶ საქართველო, ხორბლის სამშობლო, სადაც რბილი ხორბალი ჯერ კიდევ რვა ათასი წლის წინ მოჰყავდათ. ხორბლის სახეობებისა და ფორმების სიმდიდრით ჩვენს ქვეყანას დედამიწაზე პირველი ადგილი უჭირავს.

ქართულ ხორბალს საქართველოში არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მალე ამ საკითხზე იუნესკოშიც იმსჯელებენ. რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ქართული ხორბლის გადასარჩენად და როგორ უნდა მოვუაროთ – პურს ჩვენი არსობისა ფერმაში

ფერმა

დატოვე კომენტარი