ნიკა მელიას სასამართლო პროცესი

15:15, 06.08.2026

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას განაჩენი გამოცხადდა – მას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. კერძოდ, საქმე ეხება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებას. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ამ საქმეზე მოსამართლემ ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ეს დრო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა. სხდომას თავად პოლიტიკოსი არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიკა მელიას შეფარდებული ჰქონდა 8-თვიანი პატიმრობა საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო, ასევე მას ჰქონდა მისჯილი მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ერთი წლითა და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსგავსი