ნიკა მელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო. ის ხვალ, 14:00 საათზე ჩატარდება. საქმე ეხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას, რისთვისაც მას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. რომლის გადახდის ვადაც ამოწურულია, თუმცა ნიკა მელია აცხადებს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს. დღეს ჩანიშნული პროცესი პროკურორების მიმართვის საფუძველზე გადაიდო.