ნიკა მელიას საქმე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გირაოს თანხის გადასახდელად ვადა დღეს ეწურება, თუმცა, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ მან გვიან ღამით სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაწერა. ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თუ ნიკა მელია გირაოს თანხას არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. იქამდე კი მელიას, როგორც დეპუტატს, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.