ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია

ნიკა მელია საპატიმროს, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში დატოვებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი უკვე გადახდილია.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი,  თანხა გამოყო „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“, რომელიც ხელისუფლებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით გადაეცა.