ოპოზიციაში ნიკა მელიას დაკავებას რეპრესიების გაგრძელებას უწოდებენ. ნაწილი ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ შიშზე მიუთითებს. პარალელურად, სალომე ზურაბიშვილმა, წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებთან ერთად, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია უცხოელ პარტნიორებს მიაწოდა.
მმართველ პარტიაში კი განმარტავენ, რომ კანონი ყველასთვის უნდა მოქმედებდეს, მელია კი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.