ნიკა მელიას დაკავება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ გუშინ ნიკა მელიას დაკავების ფორმალური საფუძველი არ არსებობდა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება ნიშანია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია.

სულ სხვას ამბობს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამოა დაკავებული, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.