ნიკა მელიას დაკავება - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ისევ საერთაშორისო შეფასებების საგანია. ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების გამო, ხელისუფლება ამჯერად კრიტიკის ობიექტი ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან გახდა. პოლიტიკური ფიგურების დევნა და უკუსვლა დემოკრატიაში – დასავლეთში გაკეთებულ ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, სრულად იზიარებს ოპოზიცია.

ხელისუფლების ოპონენტები ნიკა მელიას დაკავებას გატაცებას უწოდებენ და ამბობენ, რომ გუშინ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. გარე შეფასებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიაჩნიათ ხელისუფლებაში, სადაც აქცენტს სამართლის უზენაესობაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები. მმართველ გუნდში დღეს დასავლეთის კრიტიკას მწვავე ტონით უპასუხეს.

ნათია ქენქაძე დეტალებით.