ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყება დღესვე მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ნიკა მელია ბრალის წარდგენას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

შეგახსენებთ, ნიკა მელია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.