ნიკა მელია თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ნიკა მელია თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დეპუტატის დაკავებას ეხება. ნიკა მელიას ინფორმაციით, მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტებაზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. მისივე თქმით, მოკვლევა ცხრა პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე მიმდინარეობს. დეპუტატი მომხდარზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს.