ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი

ნიკა გვარამია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო და 17 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ვარაზის ხევის გადაკვეთის ეპიზოდზე ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გვარამიას ჭავჭავაძე-მელიქიშვილის კვეთაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდა.