ნიკა გვარამია დაკავებულია. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი გარკვეული პროცედურების გასავლელად ჯერ რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ, რის შემდეგაც რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ. ადგილზე ის თავად მივიდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა, სხდომას ის არ ესწრებოდა. მას 30-ათასლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც არ გადაიხადა.
ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს დილით გამოაცხადა. სხდომას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი არ ესწრებოდა. მას გირაო არ ჰქონდა გადახდილი. საქმე ეხება საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.