მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა ერთეულებში მედლები გათამაშდა. მეათე ადგილზე გავიდა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ქართველი ნიკა ეგაძე, რომელმაც ჯამში – 260 ქულა დააგროვა. ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა ყაზახეთის წარმომადგენელი მიხაილ შაიდოროვი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მეხუთე პოზიციაზე იყო, თუმცა თავისუფალი პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და ყველა მეტოქეს აჯობა. მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილზე მყოფმა ამერიკის წარმომადგენელმა ილია მალინინმა კი მოულოდნელად ბევრი შეცდომა დაუშვა და მეცხრე ადგილზე გავიდა. მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს იაპონიის წარმომადგენლებმა.