ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია
კიდევ ერთი ისტორიული შედეგი საქართველოსთვის – ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ვაჟთა შორის ერთეულებში ევროპის ჩემპიონია.
ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. მოკლე პროგრამის უმაღლეს დონეზე შესრულების შემდეგ, ეგაძემ თავისუფალ პროგრამაშიც კარგი შედეგი დააფიქსირა და საერთო ჯამში, კონტინენტის პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე 15 იანვარს ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი.