ნეითენ გილის რუსული „საშობაო საჩუქრები“
ათი ათასობით ფუნტი, ესაა ქრთამი, რომელიც ბრიტანელმა ევროდეპუტატმა, მედიასა და ევროპარლამენტში რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებისთვის აიღო. დანაშაული სასამართლომ დაადასტურა და ბრალდებულს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ისიც თქვა, რომ მიდგომა მკაცრი და სამაგალითო უნდა იყოს, რათა სხვებმა თავი შეიკავონ ასეთი დანაშაულისგან.
როგორც ირკვევა, ყოფილმა ევროდეპუტატმა 2018-19 წლებში 40 ათასი ფუნტი მიიღო რუსეთის ინტერესების ლობირებისთვის, თანხის წარმომავლობის კვალი კი უკრაინელი ოლიგარქისა და ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრამდე მიდის. რვა მუხლით წარდგენილი ბრალდება ნეითან გილმა ორი თვის წინ აღიარა.