ნედ პრაისის განცხადება

„ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას“- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა. კითხვაზე, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ბრალდებას ეხებოდა, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს მჭიდრო კონტაქტი აქვთ ქართველ კოლეგებთან.