NBA-ის ბანაკი თბილისში
 თბილისში NBA-ს კემპი გაიხსნა – მომავალი კალათბურთელების აღსაზრდელად ქვეყანაში ცნობილი ამერიკელი მწვრთნელები იმყოფებიან. ისინი ხუთი დღის განმავლობაში ინტენსიურ ვარჯიშებს ჩაატარებენ სხვადასხვა ასაკის კალათბურთელებისთვის. სწავლება „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ახალგაზრდა მოთამაშეებმა NBA-ის ლიცენზირებული მწვრთნელების ზედამხედველობით დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარეს.
 
სექტემბრის ბოლოდან NBA-ის საკალათბურთო სკოლა თბილისის ორ სხვადასხვა ადგილზე დაიწყებს საწვრთნელ პროცესს. მსურველებს ასაკისა და დონის შესაბამისად, ჯგუფებად გაანაწილებენ. ვარჯიშები კვირაში სამჯერ ჩატარდება. საქართველოში დაფუძნებული NBA-ის სკოლა, რიგით მე-40 მსოფლიოს მასშტაბით. სიახლე, ორგანიზატორებისა და ამერიკელი მწვრთნელების პროგნოზით, ქართული კალათბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.