ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები ბრიუსელში იკრიბებიან.

ნატოს შტაბ-ბინაში ხვალ ალიანსის საგანგებო სამიტი დაიწყება. იენს სტოლტენბერგის მიერ მოწვეულ სამიტზე განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია და მოსკოვის წინააღდეგ ამოქმედებული და სამომავლო სანქციები იქნება. სამიტში მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. განხილვის ერთ-ერთი თემა რუსულ ენეგრომატარებლებზე ევროპის დამოკიდებულების დასრულებაც უნდა იყოს. ასევე პოლონეთი გეგმავს უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანის საკითხის დაყენებას. სამიტამდე ჟურნალისტების შეკითხვებს ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო განიხილავს უკრაინისთვის ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემას, თუმცა კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას არ გეგმავს.

ალიანსის საგანგებო სამიტს ანა ბროლაძე აშუქებს.