ნატოს თავდაცვის საგანგებო მინისტერიალი

უკრაინის ომის შეწყვეტის დიპლომატიურ გზებს ეძებენ ბრიუსელში. ნატოს თავდაცვის საგანგებო მინისტერიალში საქართველოს თავდაცვის მინისტრიც მონაწილეობს. ალიანსიდან მოსკოვს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ორგანიზაცია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში ერთიანია. მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, მილიონობით ლტოლვილისთვის თავშესაფრების გამოყოფა – სიტყვით გამოსვლის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებზე ვრცლად ისაუბრა. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე წარმომადგენლობა გაზრდილია და ნატოს კოლექტიური თავდაცვა გაძლიერებულია. როგორ უნდა გააძლიეროს ორგანიზაციამ თავდაცვა, რომ უკრაინის საზღვრებს გარეთ ესკალაცია არ დაუშვას – ეს საგანგებო მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

„მოამბე“ ბრიუსელიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს თავდაცვის მინისტერიალს.