ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება

იენს სტოლტენბერგი დათანხმდა უკრაინული მხარის მოთხოვნას, მოიწვიოს ახალშექმნილი ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესმდივანი ავრცელებს. მისივე ცნობით, სხდომა 26 ივლისს, დიპლომატების დონეზე გაიმართება და შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ იმსჯელებენ. საბჭოს სხდომის გამართვის წინადადებით ნატო-ს გენერალურ მდივანს გუშინ ზელენსკიმ მიმართა.