NATO-ში ამერიკის ელჩის განცხადება
ალიანსი არ მოითმენს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის ელჩმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ალიანსის ქვეყნებს, რომლებიც მსგავს ინციდენტებს აწყდებიან. უიტაკერმა ასევე განაცხადა, რომ გასულ თვეში გერმანიაში ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობა, რაშიც ბერლინმა რუსეთი დაადანაშაულა, უფრო საგანგაშო იყო, ვიდრე სხვა ბოლოდროინდელი ინციდენტები, მათ შორის რუსული დრონებით თავდასხმები, რომლებმაც კურსიდან გადაუხვიეს.
ცნობისთვის, პირველ სექტემბერს გერმანიამ ოფიციალურად დააკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვს ოთხ აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი სამი დრონი აღმოაჩინეს. გერმანიამ საპასუხო დიპლომატიური ზომები გამოაცხადა. რუსეთი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.