ნატო-ს ბირთვული არსენალის დაცვის მიზნით ალიანსი სამხედრო სწავლებას ჩაატარებს, რომელშიც 14 ქვეყნის 71 თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მას ნიდერლანდები უხელმძღვანელებს.
წვრთნებში ჩაერთვებიან ის ბომბდამშენები და გამანადგურებლები, რომლებსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ, თუმცა, ბირთვული იარაღი ან საბრძოლო მასალა არ იქნება გამოყენებული. წვრთნების ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთის ზღვაში ტარდება. გამოიყენებენ ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ნიდერლანდების სამხედრო ბაზებს.