ნატო-ს სამიტი თურქეთში

15:20, 08.07.2026

ნატო-ს სამიტის მეორე დღე. ალიანსით ამერიკა უკმაყოფილოა, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, აშშ-ს უსამართლოდ მოექცნენ. დონალდ ტრამპის განცხადებით, როდესაც ნატო-ს წევრებს შეეძლოთ აშშ-ის გვერდით ყოფნა, ყველა მათგანმა უარი თქვა. ეს კი მაშინ, როცა აშშ ყოველთვის ნატო-ს წევრების გვერდით იყო. ამასთან ერთად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთთან ყველანაირი ვაჭრობა უნდა შეწყდეს. მისი თქმით, ოფიციალურ მადრიდთან საუბარიც კი არ შეიძლება.

მსგავსი