ნატო-ს სამიტი და მოლოდინები

ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღე რჩება. ამ წუთებში კი განცხადებები კეთდება ალიანსის გენერალური მდივნისა და ლიეტუვის პრეზიდენტის მიერ. ვილნიუსში დანიშნულია სამმხრივი შეხვედრაც იენს სტოლტენბერგის შუამავლობით თურქეთის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერს შორის.

ნატო-ს დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული ომის შედეგად არსებული უსაფრთხოების საკითხები და უკრაინის მხარდაჭერაა. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს სახელმწიფოთა ლიდერები და ძირითადი პარტნიორები. მას სავარაუდოდ დაესწრება ვოლოდიმირ ზელენსკიც. რაც შეეხება საქართველოს, სამიტზე ჩვენს ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.