NATO -ს მინისტერიალი ბერლინში

ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გასაწევრიანებლად ემზადებიან. ორივე ქვეყნის გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები მხარს უჭერენ და სავარაუდოდ, ამ პროცესს ხელს არ შეუშლის თურქეთიც, რომელსაც გარკვეული კითხვები აქვს, მაგრამ ნატო-ს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ გამოსავალს იპოვიან. ნატო-ს გაფართოება, უკრაინის დახმარება და მადრიდის სამიტის სამზადისი იყო ის ძირითადი საკითხები, რაც ბერლინში ნატო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე განიხილებოდა. უკვე ცნობილია, რომ მადრიდის სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ, კერძოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია. მინისტერიალის დასკვნითი პრესკონფერენცია და მთავარი გზავნილები – ბერლინში გაკეთებულ განცხადებებს ანა ბროლაძე შეაჯამებს.