ნათლისღება მდინარე იორდანეში

ნათლისღების დღესასწაული ასობით მორწმუნემ წმინდა მიწაზე აღნიშნა. ისინი იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტე მონათლეს. მორწმუნეები მდინარე იორდანეში ჩავიდნენ და ნათლობის რიტუალი კიდევ ერთხელ სიმბოლურად გაიმეორეს. ცერემონიას იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III უძღვებოდა.

რიტუალი ერთდროულად მდინარე იორდანეს ორივე ნაპირზე ჩაატარეს.