ნატა ფერაძის წინააღმდეგ ბერლინში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

15:17, 19.09.2026

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას ედავებიან. შესაბამის ინფორმაციას თავად ფერაძე აქვეყნებს და ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ არის საჩივრის ავტორი. აქტივისტი საკუთარი ადვოკატის წერილსაც ავრცელებს, სადაც ის შესაბამის უწყებას საქმის მასალების გადაცემას სთხოვს და წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემდგომ შეტყობინებამდე დუმილის უფლებით ისარგებლებს.
ფერაძე ახლა ბერლინში ცხოვრობს.

აქტივისტის პოსტს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

მსგავსი