ჩვენი პლანეტის უახლესი ფოტოები, ოთხი ასტრონავტი, ათი დღე, ისტორიული კოსმოსური ფრენა და ახალი რეკორდის მოლოდინი, გაემგზავრონ დედამიწიდან იმაზე შორის, ვიდრე ოდესმე ყოფილა ადამიანი. მისია „არტემის II“ პირველია, 1972 წელს პროგრამა „აპოლოს“ დასრულების შემდეგ, როდესაც ადამიანები მთვარეზე კვლავ ბრუნდებიან. ამ დროის განმავლობაში „ნასას“ კოსმონავტები გაფრინდებიან მთვარეზე, შემოუფრენენ მას, უკანა მხარეს აღმოჩნდებიან და დედამიწაზე დაბრუნდებიან, სადაც კაფსულა ორიონი წყნარ ოკეანეში დაეშვება.
მისიის მიმდინარეობისას, 6 აპრილს, როცა ორიონი მთვარის გარშემო იმოძრავებს, ეკიპაჟი დედამიწიდან ისეთ მანძილს მიაღწევს, როგორზეც ადამიანი ჯერ არ ყოფილა. ოთხი ასტრონავტიდან ერთი ქალია. მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი 47 წლის ელექტროინჟინერია, რომელიც ადამიანის მიერ კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის რეკორდს ფლობს – ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უწყვეტად იმყოფებოდა 328 დღის განმავლობაში. „არტემის II“-ის ისტორიული მისია არის გადამწყვეტი ნაბიჯი „არტემის III“-სთვის, რომლის მიზანიც მომდევნო წლებში ადამიანის მთვარის ზედაპირზე დაშვებაა.