ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულის სასამართლო

15:22, 07.07.2025

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის პროცესზე პირად ჩხრეკაში მონაწილე თარჯიმანი დაიკითხა. დაცვის მხარის განცხადებით, ის ნეიტრალურ მოწმედ ვერ ჩაითვლება, რადგან ბრალდების მხარესთანაა დაკავშირებული და ხელს, მათი შეფასებით, ფალსიფიცირებულ დოკუმენტებს აწერს.

ადვოკატის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებმაც ჩეჩინის პირად ჩხრეკაში მიიღეს მონაწილეობა, ერთადერთი მტკიცებულებაა, რაც საკმარისი არაა. ჩეჩინი 3 დეკემბერს დააკავეს. იგი დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.

მსგავსი