ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ინტერნეტის საშუალებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზების ფაქტზე დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. საქმის პროკურორის განმარტებით, ორთვიანი ოპერაციის შედეგად, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ორივე პირის ბრალეულობას მიუთითებს, მათ შორის სატელეფონო საუბრები და მიმოწერა.

სამართალდამცველებმა 27 წლის ნინო გეგელაშვილი და 24 წლის გიორგი გოგებაშვილი ნარკორეალიზების ბრალდებით 8 მაისს დააკავეს.