ნარკოპოლიტიკის რეფორმა
პარლამენტი ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას იწყებს. განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე.
„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივი ინიციატივით მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად მკაცრდება. ახალი ანტინარკოტიკული რეფორმის მიხედვით, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდებათ მომხმარებლებსაც.
მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.