ნარკოდანაშაულზე დაკავებული ბერის სასამართლო პროცესი

კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, რომელიც ასევე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერ-მონაზონს, აღკვეთ ღონისძიებად, სასამართლომ ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეუფარდა. ათონის მთაზე მოღვაწე სასულიერო პირს, ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა გადატანას ედავებიან.

სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ რამდენიმე სასულიერო პირი მზად არის, ბერ-მონაზონს თავდებში დაუდგეს. მან პროცესზე 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავს.