ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

12:23, 02.06.2025

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორია. პოლიციამ დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა. ნივთმტკიცებადაა ამოღებული დიდი რაოდენობით „კოკაინი“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი